მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით გაიზრდება – Travelfy

ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ პაკეტებზე ფასები მინიმუმ 50%-ით ზრდას პროგნოზირებენ.
„ახლა მინიმალური ღირებულებები გვაქვს გამოცხადებული, თუმცა ბილეთები ძალიან სწრაფად იჯავშნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის რეისები იმდენადაა გაძვირებული, რომ თბილისიდან წასვლა სჯობს.
ზოგადად ფასების კორექცია რეისის დატვირთულობაზეა დამოკიდებული. ამასთან, თუ როგორ შეივსება სასტუმროებიც. თამაშის პერიოდი ისედაც ტურისტულად აქტიური სეზონია, როდესაც ფასები ისედაც იმატებს. ამ ეტაპზე ბილეთები ჯერ კიდევ არის და მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია. უკვე ძალიან ბევრი პაკეტი გავყიდეთ და ვფიქრობთ, რომ ფასები მინიმუმ 50%-ით გაიზრდება ფასები“, – განაცხადა დგებუაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Travelfy-ის EURO 2024-ის პაკეტების ღირებულება 2992 ლარიდან იწყება.