საქართველოს რკინიგზა – მოდერნიზაციის პროექტი, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის თავისუბურება და თავსებადობა ,,შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნებთან

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულების ვადად 2024 წლის შემოდგომა არის განსაზღვრული. პროექტის სრული სამშენებლო სიგრძე ხიდების და გვირაბების ჩათვლით დაახლოებით 40 კმ-ია. პროექტი უკვე შეფასდა, როგორც „მასშტაბური“ და „ისტორიული მნიშვნელობის“ რამდენიმე ფაქტორის გამო – რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის გარდა, ხდება საექსპლუატაციო ხარჯებისა და მიმოსვლის დროის შემცირება. თუმცა, პროექტი არანაკლებ ღირებულია პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით – საქართველოსთვის, როგორც რამდენიმე რეგიონული სატრანსპორტო პროექტის და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტის „შუა დერეფნის“ საკვანძო მონაწილისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი და გამართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
მოდერნიზაციის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აწარმოებს. პროექტს საინჟინრო ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF (ILF Consulting Engineers) და DB (Deutsche Bahn) უწევს. სახელშეკრულებო თანხა დაახლოებით 249 მლნ შვეიცარული ფრანკია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის გარდა, პარალელურად, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებიდან სამუშაოებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 400 მლნ ლარი.
გარდა იმისა, რომ მოდერნიზაციის დასრულების შედეგად საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გამტარუნარიანობა თითქმის გაორმაგდება, მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე რთულ, საუღელტეხილო უბანზე არსებითად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, კერძოდ: