საპარტნიორო ფონდი და პარტნიორები “ჯეონიუსტილს” ყიდიან – აუქციონის დეტალები

დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი “ჯეონიუსტილი” 78 967 ლარად იყიდება.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 49.4%-ს შპს სტარტაპ საქართველო ფლობს, რომელიც სს საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა. 25.3%-ს ფლობს რომეო ცინცაძე, 25.3%-ს კი, კახაბერ თუთბერიძე.
აუქციონში წერია, რომ „ჯეონისუტილი“ აწარმოებდა ახალი ტიპის, ინოვაციურ დეკორატიულ აგურს.