დონეცკის პროკურატურის ცნობით, გასულ საღამოს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი.
უწყების თქმით, ოკუპანტების სამიზნეს წარმოადგენდა ნოვოგროდოვსკის ტერიტორიაზე მდებარე საწარმო და ქალაქ სელიდოვეს საავადმყოფო. ორივე შენობა დაინგრა, დაზიანდა მანქანები.
“ადგილზე მყოფი პროკურორები იღებენ ყველა შესაძლო და შესაბამის ზომას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასადასტურებლად,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.