ევრომაიდნის 10 წლისთავზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, კიევში ჩავიდა. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროკავშირის ელჩი დახვდნენ.
“სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა – მეგობრებთან ერთად,” – წერს მიშელი.
შეგახსენებთ, რომ ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს კიევში ჩავიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც.