„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ“ – მთავრობა ₾20 მილიონამდე ბრუნვის კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ დღეს „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროგრამაში მონაწილეობა 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლის საშუალება მივცეთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი პროგრამის დეტალური პირობები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ