– მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია – საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია

მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი არგუმენტებს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში გაუცვლიან.
„მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს გავუცვლით ჩვენს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში. ყველას ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტში არცერთი ჩარევა არ შეიძლება.
„არ შეიძლება. კონსტიტუციის დარღვევისკენ ამგვარი მოწოდებები ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ მეგობრებს მეგობრულად ავუხსნით ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”