კორძაიას უნდა სააკაშვილმა სიაში ჩასვას – მაჭარაშვილი

დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი:
კორძაია ელოდება იმას, თუ სიაში ვინ ჩაწერს. არავინ რომ არ ჩაწერა, ახლა მოინდომა, რომ ალბათ, 5 ნომერში ჩაწერეს. რა გავაკეთოო და თქვა, მოდი ბრიფინგს ჩავატარებ, რომ იქნებ მიხეილ სააკაშვილს როგორმე მოვეწონო და სიაში ჩამწეროსო. სააკაშვილმა თქვა, რომ მე ვარ ოქროს მოწმე და თუ არ გამათავისუფლებთ, ავლაპარაკდები, მათ შორის, აგვისტოს ომზეო. უცხოურ ძალებს მიმართა. თქვენ კარგად იცით ეს პროცესი. არსებობს ძალიან მაღალი რისკები, რომ რაღაც პროვოკაცია იყოს, რომ შემდეგ დაბრალდეს ხელისუფლებას და “ვივამედის” წარმომადგენლობას.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტარმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია და პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, დეპუტატებს პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება