კაია კალასი – მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ

მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასის ცნობით, ესტონეთის მთავრობა ორივე კანდიდატს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტესა და რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდა.
„ჩვენი შეხედულებები გამოვხატეთ. აღვნიშნეთ, რომ არასწორად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენი რეგიონის არც ერთი წარმომადგენელი ალიანსში მაღალ თანამდებობას არ იკავებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მარკ რუტე კოალიციურ მთავრობებს დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას კომპრომისების მიღწევის გამოცდილება აქვს.
„ასევე, ჩვენ 2%-თან დაკავშირებით შეშფოთება გამოვთქვით, ვესაუბრეთ რუტეს, თუ როგორ შეძლებს სხვა სახელმწიფოების მეთაურების დარწმუნებას. ნამდვილად, ჩვენ მზად ვართ მხარი ორივე კანდიდატს დავუჭიროთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება