K2 Invest ქუთაისში მრავალფუნქციურ ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

პირველად ქუთაისში, ბანკის მხარდაჭერით ავტოქარხნის დასახლებაში მრავალფუნქციური, ენერგოეფექტური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. კორპუსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია “K2 Invest” ახორციელებს.

K2 Invest-ის პროექტი “მწვანე ბინა“ ორი ბლოკისგან შედგება: A ბლოკში განთავსებული იქნება საოჯახო ტიპის საცხოვრებელი ბინები, ხოლო B ბლოკში სტუდიოს ტიპის ბინები.
კორპუსის პირველი სართული კომერციულ ფართებს ეთმობა.
მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით ხდება და სრულად ენეგოეფექტურია, რაც მომავალ მობინადრეებს კომუნალური გადასახადების მინიმუმ 30%-ით დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

კომპანიის დირექტორის გიორგი კვიტივაძის განცხადებით: “პროექტი“მწვანე ბინა” სრულად თიბისი ბანკის მიერ არის დაფინანსებული, რაც შესაძლებლობაა იმისა, რომ ბინის შეძენით დაინტერესებულმა პირებმა გამარტივებული იპოთეკით ისარგებლონ, რაც საშუალებას მისცემთ დამღლელი პროცედურების გარეშე, მარტივად გახდნენ სასურველი ბინის მესაკუთრეები.”