IDF-ის ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლამ ისრაელისკენ, სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანის მარიონეტულმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ლიბანის ტერიტორიიდან ს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონის მიმართულებით, სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს რაკეტების ჩამოგდებას ისრაელის “რკინის გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემა.
A barrage of at least 30 rockets was fired from Lebanon at the northern city of Kiryat Shmona, the IDF says.

Footage shows the Iron Dome downing some of the rockets.

Police say officers are handling several sites of rocket impacts in the city, where damage was caused to… pic.twitter.com/0XL28JxcE6— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) March 27, 2024
ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, რაკეტები ქალაქში რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა და შენობების დაზიანება გამოიწვია.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად კირიათ-შმონის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდნილ რაკეტას ერთი პირი ემსხვერპლა.