ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა – დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია

ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.
„ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩებში და ერთი ხმა გააჟღერეთ, რომ ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა.
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მომავალი თავად გემართათ. დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას“, – წერს „ტვიტერის “ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში