რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება ში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში ს ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზოგადი კლების ტენდენცია. 1804 სამოქალაქო მსხვერპლიდან, OHCHR-ის თანახმად, 712 გამოწვეული იყო სარაკეტო თავდასხმებით. მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე მეტად ხარკოვი დაზარალდა.
ინტენსიური ბრძოლების გამო განსაკუთრებით დაზარალდა დონეცკის ოლქი და ხერსონის ოლქი. რამდენიმე ქალაქი და დასახლება ფრონტის ხაზის გასწვრივ ფაქტობრივად განადგურდა.
საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა თავდასხმები, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყველაზე მასშტაბურში ასეთი თავდასხმა დონეცკის კიროვსკის რაიონში, 2024 წლის 21 იანვარს მოხდა, სადაც საცხოვრებელ შენობაში დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაშავდა.
საანგარიშო პერიოდში OHCHR-მა გამოჰკითხა ახალგათავისუფლებული 60 უკრაინელი სამხედრო ტყვე. მათი მონათხრობებიდან დადასტურდა ადრე ფართოდ დოკუმენტირებული ინფორმაცია ტყვეების წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. OHCHR-ის ინფორმაციით, სამ თვეში, სულ მცირე, 32 უკრაინელი ტყვე დასაჯეს სიკვდილით.
OHCHR-ს ასევე ჰქონდა რეგულარული წვდომა რუს ტყვეებთან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე. OHCHR აღიარებს უკრაინის მთავრობის მუდმივ ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოპყრობა ტყვეებისადმი, თუმცა, ასევე ამბობს, რომ აქვს სანდო ცნობები რუსი ტყვეების დაკავებისა და ბრძოლის ველიდან მათი ევაკუაციის დროს, ტრანზიტულ ადგილებში, მათი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, აიძულებს მოსახლეობას, ოკუპანტი სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცონ, სისტემატურად ახდენს ზეწოლას მათზე, რომ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტები და ჩაერთონ „პატრიოტულ“ აქტივობებში ოკუპანტი ხელისუფლებისადმი ლოიალობის დემონსტრირებისთვის.
უკრაინის ხელისუფლებამ საანგარიშო პერიოდში 767 სისხლის სამართლის საქმე აღძრა და 241 განაჩენი გამოიტანა ოკუპანტებთან კოლაბორაციის ბრალდებით. გაეროს ადამიანი უფლებათა კომისრის ცნობით, ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ბრალი წაუყენეს ისეთი ქმედებებისთვის, რომლისთვისაც არ უნდა ყოფილიყვნენ დევნილი ან გასამართლებული. ერთი პირი, რომელიც თავდაპირველად დააკავეს რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის სოციალურ ქსელში გამართლების ბრალდებით, პატიმრობაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ის ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე. უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
OHCHR იუწყება შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანების ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევს და ქონებას.