გურამ მაჭარაშვილი – სჯობს, კითხვები ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას – ივანიშვილს არათუ პოლიტიკასთან, საჯარო სფეროსთანაც არ აქვს კავშირი

სჯობს, კითხვები ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას – ივანიშვილს კავშირი არ აქვს საჯარო სფეროსთან, არათუ პოლიტიკასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილი რომ პარტიებს აფინანსებს, ამას არც თავად უარყოფს და ოპოზიციიდანაც ადასტურებენ, რომ ის არაფორმალური მმართველია.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავიღოთ – „ნაცმოძრაობა“, რაში გვჭირდება ჩვენ “ნაცმოძრაობის” კონტროლი, თვითონ გამოდიან და ყოველ დილა-საღამოს გვეუბნებიან რა უბედურება სჭირს „ნაცმოძრაობას“, არაფორმალური მმართველებიც ვერ თანხმდებიან, რომელია ყველაზე პირველი. ფორმალური მმართველი კი მელიას ემუქრება გარიცხვით, რომელიც პარტიას ხან ტოვებს, ხან არა. რაში სჭირდება საზოგადოებას იმაზე მეტი კონტროლი, ვიდრე თვითონ საკუთარი ნაბიჯებით აკეთებენ. თითოეულ საკითხზე, მათ შორის, პარტიების დაფინანსების ნაწილში გვექნება კონსულტაციები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა საკითხზე გვექნება ჩვენი არგუმენტები და უმეტესწილად, გარწმუნებთ, შევჯერდებით. ივანიშვილს კავშირი არ აქვს საერთოდ საჯარო სფეროსთან, არათუ პოლიტიკასთან და კეზერაშვილი პირდაპირ არის ჩართული, რასაც თვითონაც ადასტურებს და ოპოზიციიდანაც ადასტურებენ, რომ ის არის არაფორმალური მმართველი. სჯობს, კითხვები თუ გაქვთ ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას. კეზერაშვილი ამბობს, პარტიებს ვაფინანსებო და მეკითხებით ივანიშვილზე, რომელიც საჯარო სფეროშიც კი არ ჩანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს მიიღო და მედიაში დეტალები დღეს გავრცელდა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის სამთავრობო დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და შემდეგი 7 მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს:
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
მართლმსაჯულება;
ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში