თელავში რიგით მე-6 კერხერ-ცენტრი გაიხსნა

დასუფთავების ტექნიკის მსოფლიო ლიდერმა, კომპანია „კერხერმა“ მიმდინარე წლის 20 მარტს, თელავში, ალაზნის გამზირის #71-ში, რიგით მე-6 კერხერ-ცენტრი გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების აპარატები. ადგილზე ფუნქციონირებს საგარანტიო და არასაგარანტიო აპარატების სერვის-მომსახურებაც.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „კერხერის“ დასუფთავების ტექნიკაზე რეგიონიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. სწორედ ამან განაპირობა მათი არჩევანის კახეთზე, კერძოდ კი თელავზე შეჩერება. კერხერ-ცენტრი სრულად ადგილობრივი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ეს პირველი კერხერ-ცენტრია. სხვა ფილიალები განთავსებულია საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
რაც შეეხება კერხერ-ცენტრის ასორტიმენტს, გაყიდვაშია საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების ტექნიკა, მაღალი წნევის აპარატები, მინის საწმენდები, ორთქლის და იატაკის საწმენდი აპარატები და ა.შ.
მომხმარებლებს უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ ეწვიოს თელავში განთავსებულ კერხერ-ცენტრს, გამოცადონ თითოეული აპარატი, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია საჭირო პროდუქციის შესარჩევად და ისარგებლონ ფასდაკლებებითა და აქციებით.
შეგახსენებთ, რომ „კერხერი“ გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზრის ლიდერია დასუფთავების ტექნოლოგიაში. კომპანია დღეისათვის პროდუქციას 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ყიდის, სადაც ქართული წარმომადგენლობა 2016 წლიდან ფუნქციონირებს.