ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება -დაჩი ბერაია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე

არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია და ასე პასუხობს მისი მისამართით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერით გაჟღერებულ ბრალდებებს. საუბარი შეეხებოდა ხობში მიმდინარე ტენდერებთან ბერაიას კავშირებზე გასულ დეზინფორმაციას.
„არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე და ცრუპენტელა ემა გოგოხიას ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ღალატობს სახელმწიფოს, ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან პირდაპირი აგენტები და მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების თუ უცხო ძალების დავალებით და შესაბამისად, მორიგი ტყუილის თქმა, მათგან არ არის გასაკვირი და მოულოდნელი.
თუმცა, მათ გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ერთი ცრუ სიუჟეტი და ყველაზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება,“ – აცხადებს დაჩი ბერაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია