მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. მაია სანდუმ პატივი მიაგო “ღირსების რევოლუციის” დროს დაღუპულთა ხსოვნას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ში ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ სა და მის მეუღლესთან ერთად პატივი მიაგო “ღირსების რევოლუციის” დროს დაღუპულთა ხსოვნას.

“დღეს აღინიშნება 10 წელი ევრომაიდნის დაწყებიდან, რომელიც განმსაზღვრელი მომენტი იყო უკრაინის ევროპული გზისა. ვოლოდიმირსა და იასთან ერთად მე პატივი მივაგე ყველას, ვინც იცავდა თავისუფლებას და მათ, ვინც სიცოცხლე შესწირეს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).
სანდუმ ასევე განაცხადა, რომ კიევში დაგეგმილია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯების, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე ევროკავშირის რეფორმებისა და განვითარების შემდგომი მხარდაჭერის საკითხების განხილვა.
· 21 ნოემბერს უკრაინაში აღინიშნება ღირსებისა და თავისუფლების დღე;
· 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებსაც მოედო. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში