$7 მილიონიანი Ibis Styles Old Tbilisi-ს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება – როგორი იქნება ახალი სასტუმრო კალაუბანში

კოტე აფხაზის N39 -ში კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს – ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც „კომერსანტს“ პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ში უთხრეს, მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივება მფლობელმა კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა. თავდაპირველად მისი გახსნა გასული წლის დასაწყისში იგეგმებოდა.
პროექტი 3347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს. პროექტის მიხედვით, ოთხ სართულზე სასტუმროს ნომრები განთავსდება, პირველ სართულზე რეცეფცია და რესტორანი, მინუს ერთ სართულზე კი დამხმარე ოთახები. პროექტის ჯამური ღირებულება კი 7 მილიონ დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე