ანალენა ბერბოკი – 10 წლის წინ მაიდანზე უკრაინის გული ევროპისთვის ხმამაღლა სცემდა – მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ

10 წლის წინ მაიდანზე უკრაინის გული ევროპისთვის ხმამაღლა სცემდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბარბოკმა ევრომაიდანის დაწყების წლისთავზე განაცხადა, რომ უკრაინა და ევროკავშირი ერთად გადის ევროპისკენ მიმავალ იმ გზას, რომელიც უკრაინამ 10 წლის წინ აირჩია.
„ამ დღეს, 10 წლის წინ, მაიდანზე თქვენ უკვე გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა სცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ“, – წერს ანალენა ბერბოკი ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში ევრომაიდნის დაწყებიდან 10 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ