ღაზაში, მეჩეთის ქვეშ აღმოჩენილია ქარხანა, რომელშიც აწარმოებდნენ იარაღსა და უპილოტო საფრენ ხომალდებს – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის ძალებმა ღაზაში მდებარე მეჩეთის ქვეშ აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
„188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საფრენ აპარატებს. მინდა, კარგად გაიაზროთ – ზაიტუნის მიდამოში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში და ჩაატარეს ჩხრეკა. ისრაელის საბრძოლო საინჟინრო კორპუსის ქვედანაყოფის განყოფილების ჯარისკაცებთან თანამშრომლობით აღმოვაჩინეთ მიწისქვეშ გვირაბი, სადაც რაკეტების საწარმო სახელოსნო მდებარეობდა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
ამასთან, ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია იარაღის ლაბორატორია, რომელიც მდებარეობდა მეჩეთის ქვეშ ღაზის ქალაქ ზაიტუნის რაიონში.
The 36th Division troops also directed several airstrikes in Zeitoun against Hamas operatives, as well as located a rocket-making lab, weapons, explosive devices, a drone, and a tunnel inside a mosque in the neighborhood. (7/7) pic.twitter.com/pEHa09ZAYr — Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) November 20, 2023