12 რეკომენდაციის შესრულებაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ – პაველ ჰერჩნსკი

12 რეკომენდაციის შესრულებაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ – პაველ ჰერჩნსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ საქართველოს მიერ ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„12 რეკომენდაციის შესრულებაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს, ვესაუბრეთ ბევრ მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სურვილია, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ ვნახავთ. დეკლარაციები ადგილზეა. რაც ჩვენ გვჭირდება, არის იმპლემენტაცია. იმედი მაქვს, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, რათა საქართველო უფრო დავაახლოოთ ევროკავშირის წევრობასთან, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან ნათელი და მკაფიო სურვილია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ