“ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი” – მამუკა მდინარაძის განცხადება

“ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი” – მამუკა მდინარაძის განცხადება
გთავაზობთ მამუკა მდინარაძის განცხადებას სადაც ის აღნიშნავს, რომ გოიმობად ხალხის მოტყუებას მიიჩნევს:

„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობს ჩამოყალიბდა იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს რომ ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი, თავის მხრივ ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია, ვერც ფროიდი, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე. ვერცერთი ვერ გაუგია და რაღა ველაპარაკოთ? უთხარით ვიღაცამ, რომ მითოლოგიაში იქ გაუცნობიერებელი ამბებიც იყო დედამისთან დაკავშირებით-თქო, მოუყევით, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს. ასეთი გოიმობა და ამ გოიმობის ტრენდის ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება. მოგონილ ტრენდს აყოლა – ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, რასაც ისინი [ოპოზიცია] აკეთებენ“,

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს