„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები Shell-ის ზეთებზე

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს – ძრავისზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. ზეთი იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან. იმისათვის რომ დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელიაშევამოწმოთ ზეთის რესურსი და საჭიროებისშემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.
მოტორსი“ საგაზაფხულოდ მომხმარებელსShell-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.
• 30%-იანი ფასდაკლება „ს“ ცენტრალურ ფილიალში
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში Shell-ის პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი სიბლანტის ზეთებზე30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.
• 25% ფასდაკლება Tegetashop.ge-ზე
„თეგეტა“ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიის დახმარებით გთავაზობთ შეიძინოთთქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუ „თეგეტა შოპის“ საშუალებით Shell-ის ბრენდის ზეთს შეიძენთ, 25%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
• 20%-იანი ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში
20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში Shell-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე.
ბრიტანული ბრენდი Shell-ი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად ითვლება. Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL – ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში. რაცძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. როდესაც Shell-ის პროდუქტის ხარისხსა და მაღალტექნოლოგიურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბრენდი გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport და უამრავი სხვა.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.