მ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი დოლარი მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში – ფონდისგან 880 მილიონი დოლარი მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
მისი თქმით, აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯინ შაჰინი – გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება