ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან

არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.
„ესპანელებმა ძალიან კარგად იციან ის, თუ რაც ხდება. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. არც ევროკავშირი, არც ნატო და არც ესპანეთი რაიმე სახის ომისთვის არ ემზადებიან. არც ერთი ალიანსი, რომლის წევრიც ესპანეთია თავდასხმითი ალიანსი არ არის, ისინი თავდაცვითი ალიანსებია“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.
ალბარესმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აწარმოებს.
„ესპანეთი ში ჯარების გაგზავნას არ აპირებს და ამას არც სხვა ქვეყნები გეგმავენ. ჯარებს არც უკრაინა ითხოვს, ისინი სხვა რამეს ითხოვენ“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
„პუტინს კონფლიქტის ესკალაციისთვის რაიმე მიზეზი არ სჭირდება. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. ტერორისტულ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება, რომელიც ჩვენ დავგმეთ? უკრაინას ამ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. პუტინს მიზეზი არ სჭირდება“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ასევე დაგაინტერესებთ