ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა. მაშველები მდინარეში ჩავარდნილ ადამიანებს ეძებენ (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.
ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, შეჯახებისა და ნგრევის შედეგად მდინარეში შვიდი ადამიანი და უამრავი მანქანა ჩავარდა.
ბალტიმორის სამაშველო სამსახურის უფროსის, კევინ კატრაითის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიპოვოთ ხალხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად“, – აღნიშნა კატრაითმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“