ამერიკის ელჩი საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, – ამბობს რობინ დანიგანი.
დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს