32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!