პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში ტურბატის ბაზას დაეხნენ თავს.
პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად, ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„ჩვენ დიდ დანაკარგებს გადავურჩით“, – ნათქვამია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებაში.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს