წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა, 2012 წელს კი 147-ე ადგილზე გავიდა – სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა, 2012 წელს კი 147-ე ადგილზე გავიდა – სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში
„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. ქადაგიძე იხსენებს 2012 წლის კვლევის მონაცემებს, სადაც საქართველო 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიასა და ა.შ.
მისივე თქმით, „სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ. არადა, ც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“
„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია – ს და ლიეტუვის შემდეგ, მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიასა და ა.შ. ამავე ორგანიზაციის კვლევით – 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანსა და ა.შ.
P.S. რა ვქნათ ახლა, სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ. არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ