ზელენსკიმ პუტინს „ავადმყოფი და ცინიკური არსება“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა მ კიდევ ერთხელ უარყო ს პრეზიდენტ ს ბრალდებები მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტში უკრაინის შესაძლო მონაწილეობაში.
მან პუტინს ავადმყოფი და ცინიკური არსება უწოდა.
„მისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, თუმცა უკვე ორი ათეული წელია, ტერორით ის იკვებება. სწორედ ის და მის სპეცსამსახურები არიან ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. როცა ის აღარ იქნება, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნაც მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
„კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ტერაქტის ყველა შემსრულებელი და დამკვეთი დაისჯება.
პუტინის თქმით, ოთხივე დამნაშავე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ტერაქტში, ში მიმალვის მცდელობისას დააკავეს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და „სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა „სხვას გადააბრალონ”.
გუშინ, 25 მარტს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში პუტინმა აღიარა, რომ შემსრულებლები „რადიკალი ისლამისტები“ იყვნენ, თუმცა თქვა, რომ ეს ტერაქტი მხოლოდ „მათი ჯაჭვის ნაწილი შეიძლება იყოს, ვინც 2014 წლიდან ებრძვის ს ნაცისტური რეჟიმის ხელით“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა არხებით ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ თითქოს ამაში უკრაინული კვალი არ არის და ამ დანაშაულის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას.
22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.
თავდასხმის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა.
ამ თემაზე:
მოსკოვი ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს
პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე
„ჩვენ გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი“ — პუტინი მოსკოვში ტერაქტზე

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!