მეზობელი ქალის დაჭრის საქმეზე პირს ბრალი წარუდგინეს

უწყების ცნობით, -მ გამოძიებით დაადგინა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] წარუდგინეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!