არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს – მიხეილ დაუშვილი

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას ეხმაურებიან. ნაწილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებით მოქმედი პრეზიდენტი ხალხის ნებას ასრულებს.
ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ ეს ნაბიჯი სწორი არ იქნება.
“მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალება გასაკეთებელია, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების შესახებ განცხადება გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე