კუიბიშევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ დრონით თავდასხმის შემდეგ სიმძლავრის ნახევარი დაკარგა

კუიბიშევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ დრონით თავდასხმის შემდეგ სიმძლავრის ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის თანახმად, 23 მარტის თავდასხმის შემდეგ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.
გამოცემის თანახმად, წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინული დრონებით თავდასხმების გამო, სულ მცირე, შვიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, რუსეთმა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის დაახლოებით 7% დაკარგა.
ოფიციალური ქარხნებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.