თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სიძლიერეს, დისციპლინასა და მოტივაციას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მათ კარიერული განვითარება უსურვა.
საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ სერჟანტებს უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლები, ჯილდოები – ,,სამშობლოსათვის თავდადებული” და „გიორგი ანწუხელიძე”, ცეცხლსასროლი იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს; ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ მადლობა.
ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანი საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს