მაკრონი: ისლამისტურმა ჯგუფმა ბოლო თვეებში საფრანგეთში უშედეგო თავდასხმები დაგეგმა

ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, რომლებმაც მოსკოვთან ახლოს საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას 137 ადამიანი მოკლეს, ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” იმ ფილიალს წარმოადგენდნენ, რომელმაც რამდენიმე უშედეგო თავდასხმა დაგეგმა ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში.
საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტი ხსნის გუშინ, საფრანგეთის მიერ ქვეყანაში მომატებული რისკების კვალდაკვალ, განგაშის სისტემის დონის უფრო საყურადღებო დონეზე ამოქმედებას.
მოსკოვში, პარასკევის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იალამისტურმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
მოსკოვმა, რომელიც -ის მტკიცებას უარყოფს, რომ ეს თავდასხმა ამ ჯგუფმა დაგეგმა, დღესაც აგრძელებს განცხადებას, რომ დამნაშავე ა, რასაც მაკრონმა “ცინიკური და კონტრპროდუქტიული” უწოდა.