ისრაელის პრემიერის ოფისი გაერო-ს რეზოლუციაზე – ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მის მრჩევლებს აღარ გაგზავნის. ამის შესახებ განცხადებას ს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
მ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც -მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.
„ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ