ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის – ისრაელის პრემიერმა რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, შტატების გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.
ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ