დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აქტიურად მიმდინარეობს ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. შემდეგ დაიგება 1 კმ-მდე გზა, მოეწყობა ბორდიურები და გამწვანება.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების სრული ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

ავტორი: ლუკა ჩანგელია

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი