ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში. დეპუტატმა მონაწილეებს წარუდგინა ანგარიშის “ბავშვები შრომის სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა” პირველადი ვერსია.
ანგარიში ეძღვნება ევროპაში ბავშვთა შრომის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელთათვის, რათა მოხდეს შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება ვითარების გამოსასწორებლად.
ეკა სეფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა პრობლემის გადაჭრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა ფინანსური დახმარების, საერთაშორისო შრომითი რეგულაციების, შრომის ინსპექტირების გაძლიერების და სტრუქტურული ცვლილებების საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში