უკრაინისკენ გასროლილმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

ს ცენტრში სამსართულიანი შენობა მძიმედ დაზიანდა ორშაბათს დილით რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რაკეტის ნამსხვრევები ქალაქის სამ უბანში ჩამოვარდა, აცხადებენ ოფიციალური პირები. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ს თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
ში -ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმისას რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა.
”ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ”, – თქვა მან.
ლვივში, უკრაინის დასავლეთ რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმები ასევე განახორციელა კვირას დილით. სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია კიევმა გაავრცელა. ვარშავის ცნობით კი, ერთმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ, მოკლე ხნით, პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
ს ცნობით, მოსკოვმა ამ თავდასხმაში 57 რაკეტა და დრონი გამოიყენა. თავდასხმის სამიზნე ასევე იყო დედაქალაქი კიევი. ამას, ორი დღით, წინ უსწრებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ს სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, კიევის თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებული რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლვივის რეგიონში კრიტიკულ ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმის შედეგად, აღჭურვილობას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, შემავალი 29 რაკეტიდან, 18, 28 დრონიდან კი – 25 გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“