ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა

ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ჩვენმა სამხედროებმა ალ-შიფას საავადმყოფოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 170 ტერორისტი გაანეიტრალეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ კავშირში მყოფი ასობით ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული „ჰამასის“ მებრძოლების დიდი ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
„ახლა „ჰამასი“ საავადმყოფოს ოთახებიდან ისვრის. ტერორისტებმა ჩვენი ძალების მიმართულებით ნაღმმტყორცნები ისროლეს, რამაც საავადმყოფოს შენობას დიდი ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება