მაკრონის თქმით, ISIS-ი, რომელმაც მოსკოვის ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, ცდილობდა თავდასხმების განხორციელებას საფრანგეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე, რომლის დროსაც მინიმუმ 137 ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ.
ეჭვქვეშ აყენებს -ს და სხვა ქვეყნების მტკიცებას, რომ ტერორისტული თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზაციამ მოაწყო.
მაკრონმა თქვა, რომ დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში თავდასხმაზე, ასევე ცდილობდა თავდასხმების განხორციელებას საფრანგეთში.
“ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამურმა სახელმწიფომ და ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის, ჩვენი (დაზვერვის) სამსახურებისთვის, ასევე ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ნამდვილად მიუთითებს, რომ ეს იყო ისლამური სახელმწიფოს ერთეული, რომელმაც გამოიწვია ეს თავდასხმა. ვფიქრობ, რომ თავად რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება, რათა სცადოს იგი უკრაინის წინააღმდეგ მიმართოს”, – თქვა მაკრონმა. მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ