არჩილ თალაკვაძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციიდან ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება – როცა გვეცოდინება, რა იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას ავუხსნით, როგორ ვაპირებთ მის მიღებას

პარლამენტში ყველამ, ოპოზიციიდან უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება – როდესაც გვეცოდინება, როგორი იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას, ს ჩატარებამდე, ავუხსნით, როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის მიღებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.
მან ასევე განმარტა, რატომაა საჭირო, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში განხორციელდეს და განაცხადა, რომ „ეს ქმნის საკმაოდ მყარ გარანტიას სამომავლოდ“.
„კონსტიტუციური კანონი მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. პარლამენტში ოპოზიციურ ჯგუფებს ჰქონდათ მოწვევა, ჩართულიყვნენ და თავიანთი მოსაზრება წარედგინათ, მაგრამ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და ვერ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. როდესაც საკითხი ეხება უნივერსალური ღირებულებების და იმ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ფუნდამენტურია, ასევე არასრულწლოვანთა დაცვას აღნიშნული პროპაგანდისგან, ნებისმიერ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონოდა თავისი პოზიცია ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ კონსტიტუციური კანონი, ეს ქმნის საკმაოდ მყარ გარანტიას სამომავლოდ. ამის მაგალითები გვქონდა წარსულში. საკითხი იქნება გრძელვადიანად დარეგულირებული ისე, რომ მომავალში არ გახდეს სპეკულაციების თუ არასასურველი ჩარევის შედეგი. რაც შეეხება ხმების რაოდენობას, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. პარლამენტში ყველამ, ოპოზიციიდან უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება. როდესაც გვეცოდინება, როგორი იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას არჩევნების ჩატარებამდე ავუხსნით, როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის მიღებას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.
“მუხლი 1. 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს; 2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ; 3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; 4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს; 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა – წარმოუდგენელია, ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ ევროპას ვერ ეღირსებით