ოფირ ფალკმა, ისრაელის პრემიერმინისტრის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ცეცხლი ინდონეზიურ საავადმყოფოში. ჩრდილოეთ ღაზაში იყო პროპორციული და “საერთაშორისო კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში”.
“ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვართ საერთაშორისო სამართალთან, პროპორციულობასთან, განსხვავებულობასთან და არის აშკარა სამხედრო აუცილებლობა ჰამასის განადგურების მიზნით და სწორედ ამას ვაკეთებთ. ჰამასის განადგურების პროცესში, რასაც IDF აკეთებს ახლა, ჩვენ განვასხვავებთ, განვასხვავებთ მშვიდობიან მოსახლეობასა და ტერორისტებს”,- უთხრა მან CNN-ს.
“ჰამასის” მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის სატანო ცეცხლი დაადტყა საავადმყოფოს. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულებს შორის არიან პაციენტები და სამედიცინო პერსონალის წევრები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაგმო ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ჯანმო შეძრწუნებულია მომხდარის გამო.
ორშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ იგი პასუხობს მტრის ცეცხლს, რომელიც მათ ჯარს უმიზნებდა საავადმყოფოს შიგნიდან და რომ, “საპასუხოდ, IDF-ის ჯარებმა უშუალოდ დაუმიზნეს მტრის ცეცხლის კონკრეტულ წყაროს. ჰოსპიტალისკენ ჭურვები არ გასროლილა”.