“ჰამასის” ლიდერი აცხადებს, რომ ისინი ახლოს არიან საზავო შეთანხმების მიღწევასთან

“ჰამასის” ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ დაჯგუფება “ახლოსაა ისრაელთან საზავო შეთანხმების მიღწევასთან”.
ჰანიეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც “ჰამასმა” კატარში შუამავლებს პასუხი გასცა.
“მოძრაობამ თავისი პასუხი გასცა კატარში მცხოვრებ ძმებს და შუამავლებს და ჩვენ ახლოს ვართ ზავის შეთანხმებასთან”, – თქვა ჰანიემ.
დამატებითი დეტალები შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.
“ჰამასის” განცხადება თეთრი სახლის მსგავს განცხადებებს ადასტურებს. -ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, მ ორშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები “დასრულს უახლოვდებიან” “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ – მაგრამ მან უარი თქვა პოტენციური შეთანხმების დეტალების დასახელებაზე.
წყაროებმა CNN-ს უთხრეს, რომ შესაძლო შეთანხმება მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერება შეიძლება მოხდეს შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და “ჰამასს” შორის კვირეული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც სპარსეთის ყურის ყურის სახელმწიფო კატარის შუამავლობით.