ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიიწვია.
Next: ვინაიდან მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ ანებივრებს საკუთარ ამომრჩეველსაც კი სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით, დავეხმაროთ მათ ამ პროგრამის შედგენაში

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებს, 7.9%-ია ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც სწორი პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა

1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარის დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს – მოახლოებულ არჩევნებში, ნიღაბჩამოხსნილი მტრები არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ

მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას გარე ინტერესი უდევს საფუძვლად