ჩიბურდანიძე: ვნახოთ, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ინიციატივას ფარისევლური ცრემლებით მოღაღადე ნაცმოძრაობა და მათი ოპოზიცია?

ოჯახური ღირებულებების დაცვა არის დემოგრაფიული პოლიტიკის ღერძი და ვნახოთ, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ინიციატივას ფარისევლური ცრემლებით მოღაღადე ნაცმოძრაობა და მათი ოპოზიცია?”
„ალბათ ახსნას არ საჭიროებს ეს საკითხი, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი ფსევდო ლიბერალიზმის ზეობის პერიოდში საქართველოსთვის ამ კანონის მიღება. ვნახოთ, ვის სურს საქართველოს, როგორც ერის გადარჩენა და ვის – უბრალოდ ტერიტორიის,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ეხმიანება ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას.
როგორც ჩიბურდანიძის პოსტშია აღნიშნული, ოჯახური ღირებულებების დაცვა არის დემოგრაფიული პოლიტიკის მთავარი ღერძი და ვინც მას მხარს არ დაუჭერს, საკუთარ თავს ამხელს.
„ვინც “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, სრულად ლუსტრირებული იქნება ქართველი ხალხისთვის.
ბუნებრივია, ოპოზიცია მათი დამკვეთების გარეშე ნაბიჯს არ დგამს, ხოლო ფსევდო ლიბერალების იდეოლოგიაში არ შედის ოჯახური ღირებულებების დაცვა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ოპოზიცია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
ძალიან რთულად ასახსნელი იქნება მათი უარი თუნდაც საკუთარი ამომრჩევლებისთვის, რადგან მათთანაც არიან ისეთები, რომელთათვისაც ოჯახური ღირებულებები პრიორიტეტია. ამ ინიციატივაზე უარის თქმით ოპოზიცია ამჟამინდელ ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილსაც დაკარგავს, არადა, მათ 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ხმების დამატება სჭირდებოდათ. ალბათ ახსნას არ საჭიროებს ეს საკითხი, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი ფსევდო ლიბერალიზმის ზეობის პერიოდში საქართველოსთვის ამ კანონის მიღება.
ვნახოთ, ვის სურს საქართველოს, როგორც ერის გადარჩენა და ვის – უბრალოდ ტერიტორიის? ოჯახური ღირებულებების დაცვა არის დემოგრაფიული პოლიტიკის მთავარი ღერძი და ვნახოთ, მხარს დაუჭერს თუ არა ამ ინიციატივას დემოგრაფიაზე ფარისევლური ცრემლებით მოღაღადე ნაცმოძრაობა და მათი ოპოზიცია?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში