თემურ ცამციშვილი – ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააკაშვილის თავისუფლება, რადგან მისი და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება, რადგან ს და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.
მისივე განცხადებით, სიმბოლურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკრება ქუთაისის პარლამენტთან.
„ნამდვილად სიმბოლურია დღეს აქ შეკრება, როგორც სიმბოლური იყო წალენჯიხაში, ზუგდიდში, გორში, თბილისში. ყველგან სიმბოლური იქნება მსგავსი შეკრება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ყველას ძალიან კარგად გვესმის, განსაკუთრებით ქუთაისელებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის. თქვენ ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის შენობას, ხედავთ დანგრეულ მთავრობის სახლს და მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომ ქუთაისი ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია ფიქციად. მაგალითად, ჩემს მარცხნივ 2016 წელს უნდა აშენებულიყო ოცნების ქალაქი და როგორც ხედავთ არაფერი არ აშენებულა“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.