აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ტერაქტს გეგმავდნენ.
უწყების განცხადებით, გამოძიების დროს გაჩნდა ეჭვი, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ს ქალაქ მურმანსკში ცხოვრობდა, სხვა პირებთან ერთად გეგმავდა ტერაქტებს.
გამოძიება ამბობს, რომ ბაჰრუზ ასკეროვი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებლებთან საიდუმლო კავშირს ამყარებდა, აძლევდა მათ მითითებებს, მოეწყოთ ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა. ასევე, გამოძიება ამბობს, რომ მან დაავალა სხვა პირებს, მოეკლას უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლიდა რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში. ამას გარდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ასკეროვი გეგმავდა იმ პირების სამხედრო მომზადება ჩაეტარებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთანაც საიდუმლო კონტაქტი ჰქონდა.
დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ